ავტორი:

მარტო დარჩენილი ელისაბედი, კვლავ გაერთიანებული ჰარი და უილიამი და "დედოფლობისთვის დაბადებული" ქეითი - ფოტოები პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მარტო დარჩენილი ელისაბედი, კვლავ გაერთიანებული ჰარი და უილიამი და "დედოფლობისთვის დაბადებული" ქეითი - ფოტოები პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი გუშინ დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა და კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დაცვით ჩატარდა. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების 730-ზე მეტი წევრი ესწრებოდა, თუმცა წმინდა გიორგის სამლოცველოში მხოლოდ 30 ადამიანი იმყოფებოდა - სამეფო ოჯახის წევრები.

დაკრძალვაზე დამსწრეები სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება პრინცმა ჰარიმ მიიპყრო, რომელმაც ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პირველად ნახა თავისი ოჯახის წევრები. ის და უილიამი დაკრძალვის ცერემონიაზე ცალ-ცალკე მივიდნენ, თუმცა ტაძარი ერთად, გვერდიგვერდ დატოვეს. პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ, თუ როგორ საუბრობდნენ ძმები.

უფრო მეტიც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა სხეულის ენის ექსპერტებსაც კი მიმართეს იმის გასარკვევად, თუ როგორი ურთიერთობაა ამ ეტაპზე ძმებს შორის. ექსპერტთა თქმით კი, მათ შორის დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ დაკრძალვას არ დასწრებია ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი. ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ში მყოფ ორსულ მეგანს, ექიმმა ურჩია, რომ მოგზაურობისგან თავი შეეკავებინა.

შავებში გამოწყობილი დედოფლი ელისაბედიც, ცხადია, ფოტოგრაფების ყურადღების მთავარი ობიექტი იყო. მან 73-წლიანი ქორწინების შემდეგ, უკანასკნელ გზაზე გააცილა მეუღლე. მარტო დარჩენილი ელისაბედის ფოტო სოციალურ ქსელებში გუშინ განხილვის მთავარი თემა იყო.

და რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს პრინც უილიამის ცოლი, ქეით მიდლტონი, რომელსაც შავი პირბადე ეკეთა და შავ სამოსთან ერთად, ამავე ფერის ვუალი ამშვენებდა. ქეითმა თავის სტილს მარგალიტის ყელსაბამი შეუსაბამა.

აღსანიშნავია, რომ ეს ყელსაბამი დედოფლის სახსოვარია, რომელიც ახალგაზრდობის წლებში ელისაბედ მეორეს ეკეთა, შემდეგ პრინცესა დაიანას ამშვენებდა, ხოლო ახლა ქეით მიდლტონს მემკვიდრეობით გადაეცა.

ქეითის სტილმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა - "მან ყველას დაუმტკიცა, თუ ვინ არის ნამდვილი პრინცესა", "დედოფლობისთვისაა დაბადებული", - წერენ მიდლტონის ფოტოების კომენტარებში.

დაათვალიერეთ სხვა ფოტოებიც:

შეგახსენებთ, პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ორსულობა, "საეჭვო ნივთიერებები", გვერდითი ეფექტები -  მითები და სინამდვილე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე და პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში - გარდაცვლილია სულ მცირე, 82 ადამიანი (ფოტოები)

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა