ავტორი:

მიმდინარე წელს აშშ-ი უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს - რას აცხადებს ჯო ბაიდენი

მიმდინარე წელს აშშ-ი უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს - რას აცხადებს ჯო ბაიდენი

"დემოკრატი" კანონმდებლების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ლიმიტს გაზრდის.

დელავერში გოლფის თამაშის შემდეგ, ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 15 000-იანი ზღვარი გაიზრდება.

"ჩვენ ვაპირებთ რიცხვის გაზრდას. პრობლემა იყო ის, რომ ლტოლვილთა განსახლების განყოფილება მუშაობდა კრიზისზე, რომელიც საზღვარზე შეიქმნა. ჩვენ არ შეგვეძლო ერთდროულად ორი საქმის კეთება. თუმცა ახლა ვაპირებთ რიცხვის გაზრდას“, - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტი "დემოკრატი“ კონგრესმენების ნაწილმა და ლტოლვილთა უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს, რომ ლტოლვილების მიღებაზე დაწესებული ლიმიტი წელს ისტორიულად დაბალია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 ფისკალური წლის განმავლობაში ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს. ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ზღვარს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა, 62 500-მდე გაზრდიდა.

რომის პაპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმურება

ექიმი ალექსეი ნავალნის შესახებ: "პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს"

ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის