ავტორი:

არსებული ინფორმაციით, გუმათში, მდინარე რიონში მამაკაცი ჩავარდა

არსებული ინფორმაციით, გუმათში, მდინარე რიონში მამაკაცი ჩავარდა

გუმათში, მდინარე რიონში, ახალგაზრდა გადავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა ნაპირზე იდგა და მოულოდნელად ჩავარდა.

მის საშველად წყალში რამდენიმე ადამიანი შევიდა და მისი ამოყვანა შეძლეს. მას რამდენიმე დაზიანება ჰქონდა. თვითმხილველების თქმით, სკოლის მოსწავლის გადარჩენა ჰესის თანამშრომელმა შეძლო.

როგორც ადგილზე განმარტავენ, 17 წლის ბიჭი მეგობრებთან და მშობელთან ერთად პროტესტის ადგილზე მივიდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი აქტივისტებისთვის შეშას აგროვებდა. ხიდზე ჩატეხილმა ჯებირმა კი სიმძიმეს ვერ გაუძლო და წყალში გადავარდა. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, ხიდზე გადასვლას პოლიცია აკონტროლებს და გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მოზარდი ხიდზე.

შეგახსენებთ, "გუმათჰესის" მიმდებარედ "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებს, კარვები აქვთ გაშლილი.

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და რომელი რეგიონი ლიდერობს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა