ავტორი:

რა წერია ვადამდელი არჩევნების შესახებ მედიატორების ახალ დოკუმენტში

რა წერია ვადამდელი არჩევნების შესახებ მედიატორების ახალ დოკუმენტში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია:

„2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“, - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებებს სთავაზობს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს.

მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

"თქვენ ნახეთ, რომ დღის პირველ ნახევარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს არსებულ სიტუაციას როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. ეს განცხადება აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების შეთავაზებას პარტიებისთვის. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისთვის. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. ეს შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებან პარტიები უკან, რათა თავისი გადაწყვეტილება გვამცნონ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“, - განაცხადა ჰარცელმა.

"ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია" - გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს "საოცნებო დოკუმენტი" გამარჯვებად" - როგორ ეხმაურება თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის ახალ წინადადებას?