ავტორი:

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო.  ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

"იმ ავადსახსენებელ 2019 წლის 19 დეკემბრამდე, ყოველდღე სიხარულით ვბრუნდებოდი სამსახურიდან...", - ყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ცოტნეს საოცარი წინათგრძნობა აქვს. 19 დეკემბრის დილას მუსიკა ჩართო, რომელსაც იშვიათად უსმენდა - ეს იყო სამგლოვიარო მუსიკა ვაგნერის ოპერიდან "ზიგფრიდი"... ვუსაყვედურე, რატომ მიმძიმებ განწყობას-მეთქი და გამოვართვევინე, თუმცა სამგლოვიარო ჰანგის კვალი მთელი დილა დარჩა სახეზე...

სამსახურში წასვლის წინ უცებ შემაჩერა სიტყვებით, რატომ არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ამაზე ადრეც ჩამოუგდია ლაპარაკი, მაგრამ იმ დილას ეს სხვანაირად ჟღერდა - დაჟინებით და სერიოზულად. ცოტა გამიკვირდა, რადგან ჩვენთვის ამ ქაღალდებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ვერ მივხვდი, რით იყო განპირობებული მისი სერიოზული ტონი... ახლა ვხვდები, ესეც მისი წინათგრძნობა იყო. მოგეხსენებათ, სასამართლოსთვის მიმართვა დამჭირდა იმისთვის, რომ ცოტნეს პალატაში შესვლა შემძლებოდა...

- თქვენ სად იყავით იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა?

- საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ცოტნემ მითხრა, რომ მეზობლის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას და მალე დაბრუნდებოდა. 15 წუთში მართლაც შემობრუნდა და მითხრა, რომ ისევ გასვლას აპირებდა.

კარამდე გავაცილე, გასვლის წინ ჩამეხუტა, მალე მოვალო და ჭიშკრისკენ დაიძრა. მერე წამით შეჩერდა, გამომხედა და ისევ გზა გააგრძელა. იმ წამიერი შეჩერებისა და გამოხედვის გახსენება ყოველთვის სინანულს იწვევს ჩემში, რომ ჭიშკრამდე არ გავაცილე. სწორედ მაშინ ელოდა თურმე იქ ოთხი შეიარაღებული ნაძირალა... წაიკითხეთ სტატია სრულად