ავტორი:

ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?

ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?

18 აპრილს გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერების ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნებოდა შეთავაზებული.

იმავე დღეს, საღამოს, პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის ახალი შეთავაზებებიც გააცნეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ამასთანვე, მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა როგორც მოლაპარაკებების მონაწილეების ნაწილი ამბობს, მედიატორების მხრიდან მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ნიკა მელიასთვის თანხის გადახდის აუცილებლობა, ოპოზიციის ნაწილის თქმით, შეთავაზებები მისაღებია.

"გირჩმა" შეთავაზებულ დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დოკუმენტზე ხელმოწერისა და პარლამენტში შევლის მზადყოფნაზე აცხადებენ ცალკეული დეპუტატებიც.

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს და შესაბამისად, მის პირობებს შეასრულებს, მზადაა დოკუმენტს ხელმოწერით თავადაც შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს.

როგორც ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა საქართველოს ინტერესი დგას.

ინფორმაციისთვის, არმაზ ახვლედიანი პარლამენტში "ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით შევიდა.

ამავე აზრზეა "ევროპული საქართველოს" სიითვე გასული კიდევ ერთი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

"რიგგარეშე არჩევნების მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, რადგან სულ სხვაა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რურუასთან დაკავშირებით ყველაზე სწრაფი გზა არის შეწყალება, თუმცა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისევ გირაოს გადახდაზე აქცენტირება, გაუმართლებელია. გირაოს გარეშე უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა. ეს კორექტირებები არის საჭირო.

ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში", - განაცხადა შავგულიძემ.

მედიატორების მომზადებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც აწერს, მან ამის თაობაზე სოციალურ ქსელში დაწერა? (იხილეთ)

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები" - სალომე სამადაშვილი

"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიულ შეთანხმებაზე