ავტორი:

"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს

"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ მიიჩნევს გიორგი რურუას შესაწყალებელ პირად, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მზად არის მიიღოს ეს გადაწყვტილება. "მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა, ამიტომ მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილბა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიები მოაწერენ შეთანხმების დოკუმენტს ხელს და პარლამენტში შევლენ და ამასთანავე, ვეროკავშირი და მედიატორები განაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.

"ამ გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში, მე ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან თავისი მიმართვა ამგვარად დაიწყო:"გაკვირვებული ვარ მმართველის პარტიის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემ სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უფრო ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება მითითებას თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ. პრეზიდენტი წინასწარ პრინციპულად არ ლაპარაკობს შეწყალებაზე..."

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა