ავტორი:

"გიორგი ვაშაძე მენანება, რომ ასეთ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწეროს... იმედია, შეცდომას გადახედავს, თუ ასე არ იქნება, ჩვენი გზები გაიყოფა" - თაკო ჩარკვიანი

"გიორგი ვაშაძე მენანება, რომ ასეთ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწეროს... იმედია, შეცდომას გადახედავს, თუ ასე არ იქნება, ჩვენი გზები გაიყოფა" - თაკო ჩარკვიანი

შესაძლოა, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ბლოკი "სტრატეგია აღმაშენებელი" დატოვოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის პოზიციაა, რომელმაც შესაძლოა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რასაც ის არ ეთანხმება.

თუმცა, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძესთან საბოლოო საუბრის შემდეგ მიიღებს.

"ვინაიდან, კიდევ განსახილველია ეს თემა, წინსწრებით არ ვაკეთებ განცხადებას. არის რაღაც პროცენტი დარჩენილი, რომ კიდევ გადახედავს გიორგი ვაშაძე და "ლელოც" ამ დიდ შეცდომას. თუ ეს დოკუმენტი რაიმე ძირეულ ცვლილებას ვერ მოგიტანს, რომ შეცვალო სამართლებრივი ან საარჩევნო სისტემით რაღაც, ხელის მოწერა არაა სწორი. თუ გადახედავს, ძალიან გამიხარდება. გიორგი ვაშაძე მენანება, რომ ასეთ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან მიმაჩნია, რომ დოკუმენტი იმ ცვლილებას, რისთვისაც ქუჩაში გამოვედით, არ ასახავს. რატომ უნდა მოაწერო ხელი, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ ვისაუბრეთ, უფრო ღრმა საუბარს ვაპირებთ და რჩევასაც ვაპირებ. თუ ეს ასე არ იქნება, ბუნებრივად გაიყოფა ჩვენი გზები. ცხადია, დავრჩებით მეგობრებად", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობს ვაქცინების დაგვიანებაზე, რომლებმაც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს და მიატოვეთ მერე" - არჩილ თალაკვაძე