ავტორი:

დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურად მონაწილეობს - მხარეები დოკუმენტს დღეს მოაწერენ ხელს

დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურად მონაწილეობს - მხარეები დოკუმენტს დღეს მოაწერენ ხელს

დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონიაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“.

ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა - ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

როგორ ეხმაურება "ოცნებისა" და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები გაიყო - ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?!" - თაკო ჩარკვიანი