ავტორი:

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"

გროზნოში კრივის ჩემპიონატი, "ლეგენდების დრო“ გაიმართა. ყოველწლიურ შეჯიბრს ორგანიზებას ჩეჩნეთის საბრძოლო კლუბი "ახმატი“ უწევს და ტრადიციაა, რომ შეჯიბრში გამარჯვებულის სტატუსს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟები მოიპოვებენ ხოლმე.

გამონაკლისი არც მიმდინარე ტურნირი იყო, ადამმა და ალი კადიროვებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ჩეჩნეთის მეთაურის ერთ-ერთი ვაჟის, 13 წლის ადამ კადიროვის ბრძოლამ და გამარჯვებამ კითხვები გააჩინა.

როგორც BBC-ის რუსული ბიური წერს, ახალგაზრდა მებრძოლი ყაბარდო-ბალყარეთიდან, ასლან ბიტიროვი ადამ კადიროვს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ბიტიროვი მოწინააღმდეგეს არ ჩამოუვარდებოდა და კადიროვს თავში რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მიაყენა.

ამ მომენტში კი მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა, ნოკდაუნის ათვლა დაიწყო, ბიტიროვის მწვრთნელმა კი თეთრი პირსახოცი ისროლა იმის ნიშნად, რომ ასლანმა ბრძოლა წააგო. ბიტიროვს გაკვირვებული და შეცბუნებული სახე ჰქონდა, ხოლო ადამ კადიროვი გამარჯვებულად გააფორმეს და დააჯილდოვეს.

მომხდარს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ასლან ბიტიროვის წინააღმდეგობა მისმა ვაჟმა დაძლია. "ნოკდაუნის შემდეგ, ასლან ბიტიროვმა მეორე რაუნდში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა“, - დაწერა Vkontakte-ს გვერდზე რამზან კადიროვმა.

ნახეთ ვიდეო:

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"