ავტორი:

ოფიციალური შეხვედრები და სადილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან - როგორია შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის გეგმა

ოფიციალური შეხვედრები და სადილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან - როგორია შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის გეგმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდება.

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

დღის დასასრულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი სადილზე უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.

გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიით, დაახლოებით ერთ თვეში - ალეკო ელისაშვილი

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი