ავტორი:

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში

არ ვიცი, რას ნიშნავს პროცესის ღალატი - მე ვიცი სამშობლოს ღალატი, ვიცი მეუღლის ღალატი. ამიტომ მე გულწრფელი ვარ ჩემს სამშობლოსთან და მეუღლესთან. არც ერთისთვის მიღალატია, არც მეორისთვის და ვაპირებ ბოლომდე შევინარჩუნო ჩემი სინდისი, - ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერა „პროცესის ღალატია“.

რაც შეეხება იმას, გამოიყენებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლი“ პარლამენტში თაკო ჩარკვიანის კვოტას, ვაშაძე ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ უფიქრია და მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ჩარკვიანი პარლამენტში შევა.

„ამაზე არ მიფიქრია, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი. მაინც მგონია, რომ ყველა პარტია შემოვა პარლამენტში მარტივი მიზეზის გამო, მგონი ყველა ხვდება, რომ დინების საწინააღმდეგოდ სვლაა, რასაც ახლა აქვს ადგილი.

რაც შეეხება დოკუმენტს, მითხარით პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლებას საქართველოში პოლიტპატიმრების აღიარებაზე აქვს ხელი მოწერილი, მითხრან, რომ ამ დოკუმენტში არ წერია ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. როდის ყოფილა, რომ ოპოზიციას საარჩევნო კომისიებში ამხელა წარმომადგენლობა ჰქონია, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ყველას სიტყვას აქვს თავისი ფასი, ყველას პოზიციას პატივს ვცემ, ამიტომ თავს არავის ვესხმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში, რადგან ნახავს, რომ პროცესი ასე მიდის“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძე გამოეხმაურა შარლ მიშელის მიერ შედგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ დამოუკიდებლად ხელმოწერასაც და აღნიშნა, რომ მან გამბედაობა აჩვენა. ამასთან ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენეტში შევა.

„პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კოლეგები შეიცვლიან აზრს და შემოუერთდებიან საერთო შეთახმების დოკუმენტს - ამის ყველა სიმპტომია. არ ვიცი, ეს მოხდება დღეს, ხვალ, თუ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა. ეს დოკუმენტი რომ არ გაფორმებულიყო, ხომ გვესმის, რომ არც მელია, არც რურუა არ გათავისუფლდებოდა. კი ბატონო, სახის შენარჩუნებისთვის უნდათ რაღაც, ამის პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში იქნება და დავიწყებთ ამ დოკუმენტის იმპლემენტაციას.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით, გამბედაობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სადაც არის სიმართლე, ამ სიმართლის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მან ეს გამბედაობა აჩვენა. მოვუწოდებ ყველას, დავაფასოთ ყველა ადამიანის დამოუკიდებელი გადაწყევტილება. ნუკი დავესხმებით ერთმანეთს თავს, არამედ პატივი ვცეთ“,- განაცხადა ვაშაძემ.