ავტორი:

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე

მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, ნიკა მელიასთან დაკავშირებით კი, ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო.

„რაც შეეხება პატიმრების საკითხს, აქ პრაქტიკულად ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის მანამდეც, სანამ ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. ხელმოწერის მომენტშიც ყველა მხარემ მკაფიოდ და ნათლად იცის, თუ რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით.

ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო და ამ გადაწყვეტილების ვადები მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს და მაღალი ალბათობით, უახლოეს დღეებში შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, შეთანხმება და ის ამომწურავი განცხადება, რაც გახლდათ მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და რა თქმა უნდა, თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ოპოზიციური კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებას და მიღებას რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

"მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება, სამარცხვინოა... ხელმოწერაზე ბატონი მიშელი თითქოს პატაკს იბარებდა" - ბურჯანაძე

"თუ ეს იქნება უკიდურესად აუცილებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ პარლამენტში და ბევრ სხვა შენობაში მივიდე" - დავით უსუფაშვილი

"მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია..." - რას იხსენებს ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და კაკო ელიავაზე?