ავტორი:

"პოლიციის პიკაპით დამეცნენ, ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო... ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!" - რას წერს ბესო ზანგური "ფეისბუქზე"?

"პოლიციის პიკაპით დამეცნენ, ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო... ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!" - რას წერს ბესო ზანგური "ფეისბუქზე"?

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ცოტა ხნის წინ ყოფილმა მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, წერს, რომ მასთან სოციალური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

ზანგურის ინფორმაციით, სოცსამსახურის თანამშრომლები დაინტერესდნენ, როგორ მდგომარეობაში იზრდებიან მსახიობის ბავშვები.

"სოც სამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით წვიმაში, ლაფში, შემოვალთ ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო... პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ ისევე გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება.

როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა? გეკითხებით. გულის ამრევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით მე მითქვამს. ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს. ეს არ არის მუქარა, სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!!" - წერს ბესო ზანგური.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც. აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა. მსახიობი ყოფილი მეუღლის ბრალდებებს არ აღიარებს,