ავტორი:

თემურ აბაზოვი "სთორიში" ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს

თემურ აბაზოვი "სთორიში" ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს

მარნეულის ყოფილმა მერი თემურ აბაზოვი "ფეისბუქის" "სთორიში" ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს. ცნობილია, რომ აბაზოვს კარგი ურთიერთობა აქვს ივანიშვილების ოჯახთან.

აბაზოვის ბიოგრაფიის მიხედვით მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები 2011 წელს გადაიკვეთა, როდესაც აბაზოვი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის უფროსად დასაქმდა, სადაც 2015 წლამდე მუშაობდა. ამავდროულად, 2012 წელს იყო შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;

2013 წლიდან კი უკვე პოლიტიკაში ჩნდება და კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარედ ნიშნავენ;

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის "ქართულმა ოცნებამ" მარნეული მერობის კანდიდატად წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით ისე შეცვალა, თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო.

აბაზოვის ბიოგრაფიშია არსად წერია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ აბაზოვი ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა, რა დროსაც ივანიშვილების მთელ ოჯახს განსაკუთრებულად დაუახლოვდა, დღემდე მეგობრობს ბერასთან. ამასთანვე, დამეგობრდნენ ივანიშვილისა და აბაზოვის ცოლებიც - ეკატერინე ხვედელიძე და ელინა აბაზოვი.

მათი დაქალობა დღემდე გრძელდება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იმას, რომ სკანდალურად ცნობილი აბაზოვის პოლიტიკურ რეანიმაციას ცდილობენ, ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს. როგორც ჩანს, მარტივია ცხოვრება, როდესაც შენი ცოლის დაქალი მთლად ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა.

"20 წუთი იწვიმა და ავტომობილები დაიძირა... სასწაული ხდება აქ" - რა ვიდეოს აქვეყნებს ლევან ხაბეიშვილი სამგორის რაიონიდან, სადაც გზა დაიტბორა

რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს პრინცი ხუან ბაგრატიონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

“როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას” - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციებზე?