ავტორი:

როგორ გადაურჩა ლიანდაგებში ჩავარდნილი ბიჭუნა მატარებელს - დაუჯერებელი გმირობის კადრები ინდოეთიდან

როგორ გადაურჩა ლიანდაგებში ჩავარდნილი ბიჭუნა მატარებელს - დაუჯერებელი გმირობის კადრები ინდოეთიდან

ინდოეთში, რკინიგზის სადგურის თანამშრომელმა 6 წლის ბიჭუნა, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, მოახლოებული მატარებლისგან იხსნა. მამაკაცმა წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინა.

შემთხვევა კი ასე მოხდა, ქალი შვილებთან ერთად სადგურზე მატარებელს ელოდა, რა დროსაც პატარა ბიჭი მოულოდნელად ლიანდაგებში ჩავარდა, ამ დროს კი უკვე მატარებელი უახლოვდებოდა. როგორც bbc წერს, დედას მხედველობის პრობლემა ჰქონდა და ბავშვს ვერ ეხმარებოდა.

სადგურის თანამშრომელმა ქალის კივილის ხმა გაიგონა, დასახმარებლად გაიქცა და ბიჭი ამოიყვანა. ყველაფერი წამებში მოხდა და პატარა სიკვდილს გადაურჩა.

ნახეთ ვიდეო:

კიმ ჩენ ინი ჯინსის შარვლების წინააღმდეგ - რატომ აუკრძალა დიქტატორმა ქალებს ტანზე მომდგარი შარვლის ჩაცმა

ინდოეთში მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი - რას უკავშირებენ ადგილობრივები ყოველივეს

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?