ავტორი:

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე

"ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს "ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბრიუსელში ვიზიტს აჯამებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს.

"დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს "ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, - წერს კობახიძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ვერ გამოეტია ციხის კარიდან... მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება" - ირაკლი კობახიძე