ავტორი:

"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს

"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს

თბილისში, 20 აპრილს, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივით, გოგონებს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს, თავდამსმხმელი მეზობელი მამაკაცი კი უკვე დაკავებულია.

"თბილისი პრაიდის აქტივისტსა და მის პარტნიორ ქალზე მოძალადე მეზობელი მამაკაცი დაკავებულია. ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული 20 აპრილს, თბილისში, საბურთალოს რაიონში მოხდა. დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა).

ამ ეტაპისთვის, გოგონებს მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი. ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალი, ტელეწამყვანი, ანი სუბელიანი, რომელიც ლგბტ თემის უფლებადამცველია:

"აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, უკვე მგონი მივეჩვიე კიდეც ეგეთ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინა ბინა, სადაც მქონდა ნაქირავები, უბანში რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი, გაჭრილი გინებით, ყვირილით, მოახლოვებით და "პიდარასტების დამცველოს" ძახილით. კონფლიქტის დაწყების საბაბი ის იყო, რომ ძაღლს სტადიონზე ვარბენინებდი, მაგრამ ცხადია ეს საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი და წამოსროლილმა ფრაზებმა და "ეს ხო იცანი შეჩემა" გადალაპარაკებებმა, ამაში დამარწმუნა.

ყველაზე მძიმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა და კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ კაციშვილი არაა, ვინც მხარს დაგიჭერს, სიტყვას შეგაწევს. ვინც სწორად აფასებს სიტუაციას, ისიც კი ისეთი შეშინებულია, რომ ყველაზე დიდი, მეორე დღეს მოვიდეს და გითხრას - ნწ ნწ ნწ, ეს რა დღეში ჩაგაგდეს, გიჟები არიან ეგენიო.

კიდევ უფრო სევდიანია ისიც, რომ პოლიცია არც გამომიძახებია. სამწუხაროდ, ვისწავლე, რომ თუ მაინცდამაინც თავი არ გამიხეთქეს, ისე უბრალოდ გაწვალებენ, საათობით გაწელავენ ერთი ოქმის დაწერას, ნერვებს დაგაგლეჯენ, გამოგიშვენებ და საბოლოოდ მაინც არაფერი არ მოხდება.

საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. მე და დადა კი ფსიქოლოგის დახმარებით ვცდილობთ ტრავმების მოშუშებას. ახლა ჩემს მეგობრებს გადახდათ ამაზე ბევრად მძიმე: - ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა. მთელი სამეზობლო შეკრული და ამხედრებული მათ წინააღმდეგ. დანის ტრიალი და სიცოცხლის მოსპობის მუქარები და კვლავ არავის აღელვებს ბავშვი.

ვახო სანაიას ამბავიც მახსენდება, პატარა სანის თვალწინ რა იკადრეს ნაძირლებმა. ხოდა, მართლა არ ვიცი რა არის ჩვენი საშველი. სახლში არავის უვარდებიანო და კი, სახლშიც გვივარდებიან, ბავშვებსაც არ ინდობენ, არაფერი წმინდა არ გააჩნიათ ამ ნაძირლებს და ხელისუფლებაც კარგად იკვებება იმ ძალადობით, რომელიც ისედაც არის ჩვენს დამპალ საზოგადოებაში. იკვებება და დღითიდღე აძლიერებს მას," - წერს ანი სუბელიანი.

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია