ავტორი:

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?

დღეს საქართველოში დაახლოებით 800 000 მწეველია, ჯანდაცვის სისტემა ამ პრობლემასთან გამკლავებას კი მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესებით ცდილობს. ამ სტრატეგიის შედეგად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 2016-2020 წლებში საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან 28.2%-მდე შემცირდა.

საქართველოსგან განსხვავებული მიდგომა მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარების პრევენციის პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციები უპირატესობას თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას ანიჭებენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობს მწეველთა მხრიდან, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას. ინგლისის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საზოგადოება. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ენიჭება. ზიანის შემცირების პროცესს კი ხელს უწყობს რისკის-პროპორციული საგადასახადო სისტემის იმპლემენტაცია.

მაგალითად, 2020 წლის ნოემბრიდან დიდ ბრიტანეთში, თამბაქოს პროდუქტებზე საგადასახადო ვალდებულება თამბაქოს პროდუქტის საცალო ფასების ინდექსის 2%-ით გაიზარდა და ყოველ 1 000 ტრადიციულ სიგარეტზე მინიმალურმა სააქციზო გადასახადმა £320.90 შეადგინა, გასახურებელ თამბაქოს ერთ კილოგრამზე დაწესებული გადასახადი კი £251.60-ს უტოლდება.

“მთავრობამ უნდა განახორციელოს ცვლილებები რეგულაციებში, რათა თითოეულ მწეველს ჰქონდეს ინფორმაცია ტრადიციული სიგარეტების ნაცვლად თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების უპირატესობებზე”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტარმა, გარეტ ჯონსონმა (Gareth Johnson).

2021 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მოწევის მაჩვენებელი 13%-მდე შემცირდა.

“უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს და ეს თითოეული მწეველის მიზანი უნდა იყოს. თუმცა მათთვის, ვინც ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას, არსებობს უკვამლო მოწყობილობები, რომლებიც ტრადიციული სიგარეტის მოხმარების უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს”, - განაცხადა დევიდ ჯონსმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარმა.

ექსპერტების აზრით, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობებისა და საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობას. მათივე განცხადებით, აუცილებელია, მწეველებს ჰქონდეთ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე წვდომა, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

საქართველოში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებსა და ტრადიციულ სიგარეტებზე ერთნაირი სააქციზო გადასახადი მოქმედებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი თამბაქოს პროდუქტებზე დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს უჭერს მხარს. შესაბამისად, არ ითვალისწინებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შესაძლო უპირატესობებს.

დაიწყება თუ არა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო დიკსუსია რისკის პროპორციული დაბეგვრის სისტემის შესახებ და ევროპული ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება, ამ ეტაპზე, უცნობია.

R

შეცდომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ნანობენ რემონტის გაკეთების შემდეგ

ფლორენციის უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, Centrica BTU-ში მასტერკლასს გამართავს

ბიზნესი და თანამედროვე ტექნოლოგიები – რას შეისწავლით სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებს წარმატებულ ბიზნესმენებად აქცევს