ავტორი:

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ კონკურსში Ну-ка, все вместе! მეორედ გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულოდნელობა იყო. ჟიური ისევ აღაფრთოვანა და ფინალშიც გადავიდა. ნუცამ უიტნი ჰიუსტონის "queen of the night" ისე შეასრულა, რომ ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოდგა და მათგან საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურა.

ნუცა ახლა ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში იღებს მონაწილეობას. ქართველ მომღერალს AMBEBI.GE ალბანეთში დაუკავშირდა:

- ნუცა, მეორედ როგორ მოხვდი ამ შოუში?

- დიდი ხანია ვიცოდი, რომ ამ შოუში მივიღებდი მონაწილეობას. გასულ წელს, ამ კონკურსის დასრულებიდან, სამ თვეში პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა: - შენთვის ასეთი პრეცედენტი დავუშვით, შოუში უნდა დაგაბრუნოთ, მაგრამ ეს სიურპრიზად უნდა დარჩეს, ყველას გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებათ ჟიურის წევრებსო. ამ სიურპრიზმა ნამდვილად გაამართლა. ჩემი შოუში დაბრუნება პირადად პროდიუსერის გადაწყვეტილება იყო. ერთადერთი ვარ, ვისთვისაც ასეთი პრეცენდენტი დაუშვეს. მოსკოვში რომ ჩავედი ჩემი მეგობრები, ჟიურის წევრები მეუბნებოდნენ: - შენ მოსკოვში ხარ და არ გვნახულობო? არადა, არ მქონდა უფლება მენახა და ვინმესთვის მეთქვა.

- ნუცა, რამდენად რთული გადასაწყვეტი იყო, ამ კონკურსში მეორედ მიგეღო მონაწილეობა?

- ძალიან რთული იყო მეორედ გავსულიყავი, წინა კონკურსზე ყველამ ნახა, რომ უსამართლობა მოხდა და მეუბნებოდნენ, რომ პირველი ადგილი ჩემი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ვინერვიულე, თუმცა შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ კიდევ უნდა მეცადა და გავსულიყავი. ყველა შანსი, რომელიც გეძლევა, ბოლომდე უნდა გამოიყენო. ზოგადად ასე ვარ, ნებისმიერ შანსს ბოლომდე მივყვები. ჟიურის შეფასება იყო საუკეთესო, მაგრამ ყველაზე კარგი იყო მომენტი, როდესაც პირველად გავედი და მათი სახეები დავინახე, მათი შეძახილები გავიგონე - შოკში იყვნენ.

რაც შეეხება ჟურის წევრებს, ზოგიერთ მათგანს ძალიან დავუახლოვდი, სხვათა შორის, ახლა ასეთი სიახლე მაქვს, რომ ჟიურის წევრებიდან ერთ-ერთმა კომპოზიტორმა ოლეგ ვლადმა ახალი სიმღერა დამიწერა და მასთან ერთად ბევრ სიმღერას შევთავაზებ მსმენელს, რადგან საუკეთესო კომპოზიტორია, ყველა იქაურ ვარსკვლავს უწერს სიმღერებს. ჩემით ძალიან აღფრთოვანდა და სიმღერის დაწერა თვითონ შემომთავაზა, ეს სინგლი ფინალის შემდეგ გამოვა, მერე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ და წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ასევე ძალიან დავუახლოვდი სემ პიკარს. სერგეი ლაზარევს წინა კონკურსიდან დავუმეგობრდი, მისთვის არ მითქვამს, რომ მეორედ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას და რომ დამინახა, გაგიჟდა. ჩვენი საკონკურსო ისტორიები ერთმანეთს ჰგავს, თვითონაც იგივე სიტუაცია ჰქონდა "ევროვიზიასთან“ დაკავშირებით. ორივე ორჯერ გავედით და ორივე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. ჩემთან ერთად ლაზარევიც ძალიან ნერვიულობდა, მან იცოდა ეს რა განცდაა, იცის როგორია, როცა მეორედ გადიხარ იმ პროექტში, რომელშიც იყავი, თან გამარჯვებასთან ახლოს, მაგრამ უსამართლობის გამო ვერ გაიმარჯვე...

- ფინალში როგორი მოლოდინი გაქვს?

- რომ გითხრათ, ასი პროცენტით გავიმარჯვებ-მეთქი, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. შეიძლება არც კი გავიმარჯვო, რადგან შესაძლოა უსამართლობა ისევ განმეორდეს, თუმცა ჩემის მხრივ შევეცდები, მაქსიმალური გავაკეთო. ჩემი ემოციური მდგომარეობა ახლა ყველაზე მაღალია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე პოზიტივი, სიყვარული და სავსე ვარ ამ სიყვარულით და ბედნიერებით. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ პროექტს, არამხოლოდ ქართველები, არამედ რუსები, სომხები, ალბანელები, ყაზახები. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტმა აქამდე მომიყვანა.

- ნუცა, კონკურსზე სულ ახლახანს იმყოფებოდი და უკვე ალბანეთში ხარ, ფესტივალზე...

- ახლა ვარ ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალზე “magic song 2021”. ხარისხით დაახლოებით "ევროვიზიის" მსგავსი ფესტივალია. ძალიან პროფესიონალური გუნდი მუშაობს ამ ფესტივალზე, უმაღლესი ხარისხის გადაღებები აქვთ, ფაქტობრივად, ჩემს სიმღერაზე კლიპი გადაიღეს. ისე დამხვდნენ, ისეთი გადაცემები მომიძღვნეს და იმდენად საუკეთესოდ იმუშავა ამ ჯგუფმა ჩემს გამოსვლაზე, რომ ალბანეთში ჩასვლის დღიდან, თავს საერთაშორისო დონის ვარსკვლავად ვგრძნობ. ეს გამოსვლა მექნება ერთ კვირაში. ფესტივალზე გავიტანე მიშო სულუხიას უძლიერესი სიმღერა, რომელიც დაწერისთანავე მე მაჩუქა და მითხრა, რომ ამ სიმღერას შენს მეტი ვერავინ იმღერებსო.

ამ ფესტივალის პლიუსი არის ის, რომ დიდი და პატარა ვარსკვლავების ფესტივალი ცალ-ცალკე არის, მე დიდი ვარსკვლავების კატეგორიაში გამოვედი. ეთერში ერთ კვირაში გამოვა, მაისის ბოლოსკენ კი დიდი ფინალი იქნება, სადაც ათი დღით წავალ. უკვე გავიცანი ალბანეთში ნომერ პირველი პროდიუსერი, რომელმაც შექმნა ეს ფესტივალი, ასევე ალბანეთში ყველაზე ცნობილი მომღერალი, რომელსაც სულ ჰიტები აქვს და ამ მომღერალთან ერთადაც იგეგმება ჩემი ჰიტების ჩაწერა.

- მომღერლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია კონკურსებსა, თუ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება?

- ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მომღერლებისთვის, ერთადერთი საშუალება კონკურსები და ფესტივალებია, რომ მთელ მსოფლიოს ანახო შენი ნიჭი, რადგან ამ ყველაფრის გამოვლენის საშუალება ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად გვეძლევა, ამიტომ ბავშვობიდან ვცდილობ, ყველა გზა და შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ მე თვითონ მოვხვდე დიდი ქვეყნების ბაზარზე და შევეცადო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახო ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"ეს ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო იყო!...როგორც მიხვდით, მოფრინავს" - როგორ გაატარეს უქმეები ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ