ავტორი:

"ბოლოს მითხრა, მეგონა გათავისუფლების ბრძანება მომიტანეო, ხუმრობით, ცხადია" - ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი ლეილა ზამბახიძე გარდაიცვალა

"ბოლოს მითხრა, მეგონა გათავისუფლების ბრძანება მომიტანეო, ხუმრობით, ცხადია" - ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი ლეილა ზამბახიძე გარდაიცვალა

ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი ლეილა ზამბახიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

"გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი, ლეგენდარული ლეილა ზამბახიძე, 93 წლის. მე იშვიათად მინახავს მასზე თანამედროვე და ენერგიული ადამიანი. 27 წლის ვიყავი, ბიბლიოთეკაში როცა მოვედი. პირველივე დღეს მნახა და კატეგორიულად მითხრა; ლეილა დამიძახე, შენზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავსო. ცხადია, რომ არასდროს გამიბედავს ეს ფორმა.

სამი წლის წინ, "საუკუნის ბიბლიოთეკარის" სტატუსი რომ მივანიჭეთ, უკვე სახლში იყო და დისტანციურად მუშაობდა. Facebook-ის ახალ ალგორითმზე და რაფაელ-ნადალზე მელაპარაკა. ბოლოს მითხრა; მეგონა გათავისუფლების ბრძანება მომიტანეო - ხუმრობით, ცხადია, თორემ მშვენივრად იცოდა - ლეილასნაირებს სუპერ-ქალებს სამსახურიდან მხოლოდ ღმერთი ათავისუფლებს, ისიც მაშინ, როცა თავისთან მიჰყავს. ახლა ავუსრულებ იმ თხოვნას და ასე ვეტყვი: დროებით ლეილა! ჩვენ აქ სანამ ვართ, ვეცდებით შენსავით ახალგაზრდები ვიყოთ" - წერს კეკელიძე.

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა

"მართლაც ძალიან შთამბეჭდავი გერმანელი პოლიტიკოსი" - რას წერს  მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვდრის შემდეგ?

"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ