ავტორი:

რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და სტოლტერბერგმა სატელეფონო დიალოგისას - პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის შესახებ "ტვიტერში" წერს

რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და სტოლტერბერგმა სატელეფონო დიალოგისას - პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის შესახებ "ტვიტერში" წერს

"საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას მათ ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

"დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მომავალი სამიტის წინ ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად.

საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს პრეზიდენტი.

"როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი..." - კახა კუჭავა

რა განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით

"ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა" - პრეზიდენტი