ავტორი:

"ისეთი რეფორმა იქნება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს" - ელისაშვილი

"ისეთი რეფორმა იქნება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს" - ელისაშვილი

"ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს", - ასე პასუხობს "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა თამარ ჟვანია.

მისი თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ჟვანია თავად მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, რადგან ამ პოსტზე მას დისკომფორტი შეექმნება.

"ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს- ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს, ისეთი გამართული იქნება ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციაც, საოლქო კომისიებიც, საუბნო კომისიებიც,

ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა მე რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე. ვფიქრობ, მას თავად ექნება დისკომფორტი იმ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაცმოძრაობა"

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება