ავტორი:

"ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია" - ლევან რატიანი

"ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია" - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის.

ამის შესახებ რატიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

"ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში არ გვაქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა" - განაცხადა ლევან რატიანმა.