ავტორი:

"ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე - კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს" - გიორგი ვაშაძე მოლაპარაკების პროცესზე

"ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე - კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს" - გიორგი ვაშაძე მოლაპარაკების პროცესზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ დაძაბულად მიდიოდა და "კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდნენ".

ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტზე იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება ძალიან გაძნელდა.

"ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, ის რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე. კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი

თუ არ გჯერათ ეს, დაადასტურებენ სხვებიც, ვინც იმ შეხვედრაზე იყო. ეს დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ადგილი ჰქონდა რეგიონებში გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს" - "ოცნება" ექსპრემიერის თანამოაზრეების შევიწროვებაში დაადანაშაულეს

"უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში" - სააკაშვილი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს