ავტორი:

"ნამდვილი გმირია, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან" - რას წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილზე?

"ნამდვილი გმირია, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან" - რას წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილზე?

"მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშეც კი,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას აფასებს.

„ნამდვილი გმირი. სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს კრამონი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"..როცა დავინახე, ბიძინა ივანიშვილი მთლად მოხარული არ იყო ჩემი გზავნილის გამო, მე ის მაინც გავაჟღერე" - რას იხსენებს ანდრიუს კუბილიუსი?