ავტორი:

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.

დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათ თან აქვთ პატრიარქის მხარდამჭერი ტრანსფარანტები.

"ჯერ მცირე ნაწილია მხოლოდ კიდევ მოდის მრევლი. ჩვენ გვინდა რომ გამოვხატოთ ჩვენი პატრიარქისადმი, ჩვენი ეკლესიისადმი სიყვარული და ჩვენს ძმებს მოვუწოდებ, რომ ერთად დავდგეთ. ჩვენს ძმებს მოვუწოდოთ, ერთად ვაშენოთ ჩვენი ეკლესია. იმიტომ რომ წერია, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია", - განაცხადა დეკანოზმა ილიამ.

მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.