ავტორი:

"ისტორიული შეცდომა" - როგორ აფასებს ილჰამ ალიევი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

"ისტორიული შეცდომა" - როგორ აფასებს ილჰამ ალიევი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა განოციდის აღიარებას "ისტორიულ შეცდომას" უწოდებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, ბაიდენის განცხადება რეგიონში მშვიდობისა და თანამშომლობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ძირს უთხრის. მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც მომავალში აპირებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლებამ მილიონნახევარი სომეხი გაადეპორტა ან მოკლა. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვათ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ ამბავს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დადანაშაულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სომხებს მოუწოდა მომავლისკენ გაიხედონ.

კიმ ჩენ ინი ჯინსის შარვლების წინააღმდეგ - რატომ აუკრძალა დიქტატორმა ქალებს ტანზე მომდგარი შარვლის ჩაცმა

ინდოეთში მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი - რას უკავშირებენ ადგილობრივები ყოველივეს

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?