ავტორი:

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

ბიზნესმენმა კლიმენტ კეკუტიამ, რომლის გამოჩენის შემდეგ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტუაცია დაიძაბა, ტაძრის ტერიტორია დატოვა.

მისი თქმით, მომხდართან მას კავშირი არა აქვს და ეს მოწყობილი პროვოკაცია იყო.

"ჩემი მოსვლის შემდეგ ამდენი ხალხი თუ შეიკრიბა, დიდება უფალს, მადლობელი ვარ ღვთის, მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი, სადაც არის სიყვარული, ეგ არის ჩემი დოგმა ცხოვრების, სხვა არაფერი გამაჩნია. ეს საქართველოს ძალიან დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება ეს მე მინდოდეს. ამას ისინი ავრცელებენ, ვისაც ალბათ უნდა ან უნდოდა. დალაგდება ყველაფერი", - აღნიშნა კეკუტიამ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი