ავტორი:

"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..." - რას ყვება მებაღე, რომელსაც სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი შემთხვევია

"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..." - რას ყვება მებაღე, რომელსაც სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი შემთხვევია

მისი წინაპრები საქართველოში დაახლოებით ორი საუკუნის წინ ჩამოვიდნენ და მანგლისში დასახლდნენ. ამბობს, რომ პაპა მანგლისშია დაკრძალული, იქვე იპოვეს მამის დიდი პაპის საფლავიც.

"ვფიქრობ, ჩემი წინაპრების საქართველოში დასახლება ორ საუკუნეს ითვლის. მათი ამ ქვეყანაში გადმოსვლა, სავარაუდოდ, გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება. მოკლედ, ისინი მანგლისში დაფუძნდნენ. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომის შემდეგ ჩვენი ოჯახი თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე გადმოვიდა, სადაც ორი სახლი ააშენეს, მაგრამ მერე იმ ადგილების განაშენიანება დაიწყო, გარანტიით გავცვალეთ და საცხოვრებლად თემქაზე, ზღვის უბანში გადმოვედით. კმაყოფილი ვართ ამ რაიონით", - ამბობს ვლადიმერ ულიანოვი.

როგორც ამბობს, სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი და უცნაური შემთხვევაც ჰქონია. კლასში მეტსახელად ამის გამო "ილიჩს" ეძახდნენ. "მამას ლეონიდი ერქვა, მაგრამ შტაბის უფროსს ჯარში ვლადიმერი დაურქმევია და პასპორტიც ასე ააღებინეს. ულიანოვი ხარ და ბარემ ვლადიმერი იყავიო".

- ერთხელ ჩემი "მოსკვიჩით" გაუფორმებელი მასალა გადამქონდა და ინსპექციამ გამაჩერა, სახელი და გვარი რომ გაიგეს, ერთი ამბავი ატყდა, ბიჭებო, ბიჭებო, მოდით, ულიანოვი დავიჭირეთო... მერე სიცილ-სიცილით დამემშვიდობნენ საბჭოთა მილიციონერები. ჩემმა გვარმა და სახელმა მიშველა.

- საოცარი მეურნე ყოფილხართ, მიუხედავად იმისა, რომ შრომა არ გაკლიათ, დურგალი ბრძანდებით, ავეჯს ამზადებთ, რაც ხელს არ გიშლით, იყოთ მოყვარული მებაღე, მევენახე, მებოსტნე, მეფრინველე და ა.შ.

- კი, მიყვარს მეურნეობა. მთავარი ის არის, რომ ბუნება მიყვარს ძალიან. მყავს თუთიყუშები, თევზები, მტრედები, ორი ძაღლი, ახლა ქათმები მაჩუქეს. უკვე კვერცხებს მიდებენ. ძაღლებიცა და ქათმებიც ჩემი საცხოვრებელი კორპუსის უკან მყავს შემოღობილ ტერიტორიაზე.თავიდან ძაღლები ჩხუბობდნენ, ვერ რიგდებოდნენ, ახლა შეუყვარდათ ერთმანეთი. კანე კორსო ადრე ბათუმიდან ჩამოვიყვანე, იტალიური ჯიშია, მოგვიანებით კი შავი გერმანული ნაგაზიც მოვიყვანე.

- მებაღეობა-მებოსტნეობაზე რას გვეტყვით?

- შარშან კორონა რომ გაჩნდა და ლოკდაუნი გამოცხადდა, ჩემი კარგი მეზობლები მეხმარებოდნენ ბაღის მოვლაში. პირველი ტალღა ასე მუშაობით გადავიტანეთ. ადრე ამ ბაღში მამა მუშაობდა, მისი გარდაცვალების მერე თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, დურგალი ვარ და დრო არა მაქვს. "ინტურისტში" ვმუშაობდი, თბილისში მაღალჩინოსნების კაბინეტებისთვის ავეჯი იქმნებოდა. მაღალ ხარისხს ითხოვდნენ და სუფთა და ხარისხიანი მუშაობა მას შემდეგ მიყვარს. ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ამ ჩემს უდროობაში მაინც მოვახერხე და ბაღში ახალი ხეხილი ჩავყარე, მაგრამ კარგი იქნება იქაურობა ხეხილით მეტად თუ გაახალგაზრდავება....განაგრძეთ კითხვა

"ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა...სიყვარულია ის, რაზეც დგას ქვეყანა" - ინტერვიუ კახი კავსაძესთან არქივიდან

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე გარდაიცვალა

"გიდასტურებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეა... საქმე სერიოზულადაა" - რას ამბობს ხვიჩა კავარცხელიას მამა შვილის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე