ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსი“ 20 მილიონ ევროდ შეიძენს - რას წერს იტალიური გამოცემა

ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსი“ 20 მილიონ ევროდ შეიძენს - რას წერს იტალიური გამოცემა

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული მომავლის შესახებ უკვე კვირებია, რაც მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად კი, იტალიური გამოცემა juventusnews24.com წერს, რომ კვარაცხელიას იტალიური კლუბი, "იუვენტუსი", 20 მილიონ ევროდ შეიძენს და ტრანსფერის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

“როგორც შევიტყვეთ, "იუვე" ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველს, 2001 წელს დაბადებულ ხვიჩა კვარაცხელიას შეიძენს“, - წერს გამოცემა. მათივე ცნობით, რუსულ კლუბს კვარაცხელიას სანაცვლოდ 20-მილიონ ევროს გადაუხდიან.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კვარაცხელია 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და რომ "იუვეს“ რიგებში ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელია იუვენტუსში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავა. ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.~

ასევე დაგაინტერესებთ: "ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე გარდაიცვალა

"გიდასტურებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეა... საქმე სერიოზულადაა" - რას ამბობს ხვიჩა კავარცხელიას მამა შვილის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე

თემურ ქეცბაია კლინიკაში გადაიყვანეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ქეცბაიას მეუღლე