ავტორი:

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ქვეყანა ვერ ჩაიკეტება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი, ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია ძირითადად მედიის მოგონილია.

„ბრიტანული შტამი და ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ეს ყველაფერი ძირითადად მედიის მოგონილია. ეს არ შეიძლება ასე იანგარიშოთ, ეს ჩვეულებრივი მუტაციებია. კი ბატონო, მათში უფრო მეტი მუტაციაა.

როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველოც მთელი მსოფლიოს ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.

საქართველო მთვარეზე არ არის, საქართველო დედამიწაზეა. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ვერ ჩაიკეტება“, - განაცხადა იმნაძემ.

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტების თქმით, გახარიამ მათი ორგანიზაციის სახელი მოიპარა

"ვარაუდობენ, რომ "ინდური შტამი" უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდებს და ბავშვებს..." - თენგიზ ცერცვაძე

ხმაური "ექსპო ჯორჯიაში" - რა მოხდა გიორგი გახარიას ადგილზე მისვლის დროს?