ავტორი:

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ახალი ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კოტეტიშვილი აცხადებს, ლევან იმერლიშვილი ბრალს აღიარებს, ინანიებს, რაც შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა.

"მისი დანაშაული უფლებამოსილების გადამეტებაა, რომელსაც არ მოყოლია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. გარდა ამისა, მან სასამართლო პროცესზე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები. აღიარება და მონანიება შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა“, - განაცხადა კოტეტიშვილმა.

20 ივნისის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე კი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამნისტია არ სჭირდება, ვინაიდან ამბარდნიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია. ადვოკატის თქმითვე, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„მას ეს დანაშაული, რასაც აბრალებენ, არ ჩაუდენია. ამნისტიის აქტი რატომ უნდა შეეხოს, თუ დანაშაული არ ჩაუდენია? - ის უნდა გამართლდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, როგორც ვიცი, სოფელშია, მისი პოზიცია დღემდე ასეთია - მას დანაშაული არ ჩაუდენია და დარწმუნებული ვართ, გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - აცხადებს ზაქრაძე.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომელი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტი ამნისტიის აქტზე მუშაობას იწყებს, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე გავრცელდება.

სისხლიანი დაპირისპირება კრწანისის რაიონში - მოკლულია 1 ადამიანი, დაჭრილია - 3

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება