ავტორი:

"ადგა კაცო და რა ქნა იცი? - დეიწყო ლოცვა" - მეუფე სტეფანე მამა ათინოგენეს პაროდიას აკეთებს

"ადგა კაცო და რა ქნა იცი? - დეიწყო ლოცვა" - მეუფე სტეფანე მამა ათინოგენეს პაროდიას აკეთებს

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები სოციალურ ქსელში ბოლო კვირებია განხილვის მთავარი თემაა. საზოგადოებამ ნახა კადრები, თუ როგორ დაიწყო გალობა მეუფე სტაფანემ მაშინ, როცა მის გარშემო ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, როდესაც ჟურნალისტები მას კითხვებს უსვამდნენ, მეუფე გალობას აგრძელებდა.

შემდეგ კი გავრცელდა მამა ათინოგენეს ცნობილი კომენტარი მეუფე სტეფანეს გალობის შესახებ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/sp3Gh__xpio" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ამბავი ამით არ დასრულებულა. გუშინ, ბზობის დღესასწაულზე, მეუფე სტეფანემ მამა ათინოგენეს პაროდია გააკეთა.

"ადგა კაცო და რა ქნა იცი? - დეიწყო ლოცვა...და აბა რა გავაკეთო, არ ვილოცო? ახლაც გთხოვთ, მოდი, ერთად ვიგალობოთ", - მიმართა მრევლს მეუფე სტეფანემ და გალობა დაიწყო.

ნახეთ ვიდეო: