ავტორი:

"ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება" - თამარ გაბუნია

"ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.

"კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი.

აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

"18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ" - ეკატერინე ტიკარაძე

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?