ავტორი:

"ვაპირებთ პარლამენტში "პარლამენტ ტვ" გავაკეთოთ" - იაგო ხვიჩია

"ვაპირებთ პარლამენტში "პარლამენტ ტვ" გავაკეთოთ" - იაგო ხვიჩია

''გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტია პარლამენტში ''პარლამენტ ტვ“-ის მოწყობას გეგმავს.

როგორც მან ''პალიტრანიუსის“ გადაცემაში ''360 გრადუსი“ განმარტა, ''გირჩთან“ დამეგობრებული დეპუტატები სტუდიაში დაიწყებენ იმ საკითხებზე მსჯელობას, რომელიც მათ აწუხებთ.

“პარლამენტ ტვ-ის ვაპირებთ. ასე რომ, წარმოიდგინოთ, ''პარლამენტ ტვ“ გვაქვს ერთ ოთახში, სადაც გვინდა, ყველა დეპუტატთან ვიმეგობროთ. ჩვენთან დამეგობრებული დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში კანონპროექტებს შემოიტანენ, რომელიც მათ აწუხებთ, მათთან ერთად ამ სტუდიაშიც ვისაუბრებთ. თავისი შინაარსით ყველა საკითხი ვერ იქნება იმ ფორმატში სიღრმისეულად განხილული, რა ფორმატსაც პარლამენტი გვთავაზობს.

ამ შემთხვევაში დაჯდება ორი ადამიანი ერთი საათის განმავლობაში და სრულად ამოწურავენ იმ საკითხს, რა საკითხზეც საუბრობენ. თუ ჩვენ ამას ყოველდღიურად გავაკეთებთ და ასე დაველაპარაკებით ადამიანებს, წარმოიდგინეთ, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს შემოიტანს, რაღაცნაირად პასუხისმგებელი იქნება იმ შინაარსზე, რომელსაც ის საზოგადოებასთან ახსნის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა დაპირისპირება და ჩხუბი ვიღაცასთან ჯიბრის მიზნით, ჩვენ გვინდა, რომ კონკრეტულ მიზნებს მივაღწიოთ, რომელიც გვაქვს, ამისთვის ნებისმიერ გზას გამოვიყენებთ. ვეცდებით დავარწმუნოთ ადამიანები ჩვენთან მოვიდნენ, სხვადასხვა გზით წარმოვადგენინოთ, რომ ეს არის გასაკეთებელი. ჩვენი "პარლამენტ ტვ" ამაში დაგვეხმარება“,-განცხადა ხვიჩიამ.

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"