ავტორი:

"აი, გამოჩნდა ჭიჭე ვაშაძე...ა, კი ბატონო, ჩანს ძვირფასი ოპოზიცია" - "გირჩის" პირველი ლაივჩართვა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან

"აი, გამოჩნდა ჭიჭე ვაშაძე...ა, კი ბატონო, ჩანს ძვირფასი ოპოზიცია" - "გირჩის" პირველი ლაივჩართვა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან

დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა და ისინი მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში ჩაებნენ. პარლამენტში პირველ სხდომას ესწრებიან "გირჩის" ლიდერები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, რომლებიც სესიის დაწყებამდე "გირჩის" "ფეისბუქ" გვერდზე პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ.

"დღეს რაღაც ექსკლუზიური დღე არის...მოდი, მივესალმოთ ადამიანებს. ეს ეპოპეა დასრულდა რაღაცნაირად. მგონი, შეიკრიბა პარლამენტი და ჩვენ აქ პირველებიც არ შემოვსულვართ, როგორც შენ იძახდი (მიმართავს მეგრელიშვილი ხვიჩიას), დაველოდეთ ბოლომდე და შემოვედით პარლამენტში. შემოსვლის წინ რაღაცა უცნაურობებიც იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.

აი, იწყება სესია. მე შევპირდი რო აქ სესიაზე რაღაც სიგიჟეებს არ ვიზამთ, მივასალმოთ... მერე ლაივები გვექნება პარლამენტის დერეფნიდან, ან სტუდიიდან.

მოკლედ, ეგეთი დაუჯერებელი ამბავია, რო აგერ ვართ ახლა ჩვენ პარლამენტში, ოპოზიციასთან ერთად და თითქოს იწყება საქმიანობა. ის საქმიანობა, რასაც ექვსი თვე ვერ მოვაბით თავი. ჩემს უკან ოპოზიცია ზის, სხვათა შორის. აი, შემიძლია დაგანახოთ. აი, გამოჩნდა ჭიჭე ვაშაძე...ა, კი ბატონო, ჩანს ძვირფასი ოპოზიცია", - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"სიამაყით გიწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს