ავტორი:

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა - დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

მისი თქმით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - არსებული ინფორმაციით, ყოველივე ნარკოდანაშაულს უკავშირდება

ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში - დაჯარიმებულია 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი

ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს