ავტორი:

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა - "შევასრულე ჩემი სიტყვა"

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა  - "შევასრულე ჩემი სიტყვა"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!

ყველას გისურვებთ წარმატებას!“, - წერს პრეზიდენტი.

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

"ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები" - ხატია დეკანოიძე