ავტორი:

"სააკაშვილი ვერ ჩამოვა - დაიჭერენ..." - იაგო ხვიჩია

"სააკაშვილი ვერ ჩამოვა - დაიჭერენ..." - იაგო ხვიჩია

სააკაშვილი ვერ ჩამოვა - დაიჭერენ, ამიტომ ჯერ სიტუაციის განმუხტვაა საჭირო, სიტუაციის განუხტვას სააკაშვილი ჯერჯერობით ხელს უშლის, კი არ უწყობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ- ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ჯერ საჭიროა კრიზისი დაიძლიოს და ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, თუ როგორ შეიძლება სააკაშვილი აღმოჩნდეს ამ ქვეყანაში ისე, რომ არ დაიჭირონ.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, კრიზისი არ დაიძლევა მანამ, სანამ არ ჩამოვალო. მე ვიტყოდი, პირიქით - სანამ კრიზისი არ დაიძლევა, მანამ ვერ ჩამოვა სააკაშვილი, აქ ისეთი სიტუაციაა. ამიტომ თუ მართლა უნდა ის, რასაც ამბობს, ჯერ კრიზისი უნდა იყოს დაძლეული და ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ჩავატაროთ ის პროცესი, რომ სააკაშვილი აღმოჩნდეს ამ ქვეყანაში და არ დაიჭირონ.

მიიღოს მონაწილეობა კრიზისის დაძლევაში, მე რა შუაში ვარ, მე არანაირად წინააღმდეგი არ ვარ, მე გეუბნებით გზა როგორ წარმომიდგენია - სანამ აქ ასეთი სიტუაციაა, სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ, ამიტომ საჭიროა ჯერ სიტუაციის განმუხტვა.

სიტუაციის განმუხტვას სააკაშვილი ჯერჯერობით ხელს უშლის, კი არ უწყობს და თავიდანვე ასე რომ დაეწყო, ამ ყველაფრის ნაცვლად დღის წესრიგში ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ჩვენ შესაბამისად მივქცეულიყავით ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი აქ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სრული ნორმალიზებისთვის საჭიროა, მას მიეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოდიოდეს საქართველოში და ურთიერთობა ჰქონდეს მხარდამჭერებთან.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?