ავტორი:

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი" - გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი" - გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

"მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ - არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია - ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი რურუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ასევე უცხოელ პარტნიორებს, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო სექტორს და ქართველ ჟურნალისტებს.

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!

ყველას გისურვებთ წარმატებას!", - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა