ავტორი:

გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით

გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით

საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სტუმრობს, რომელიც ოფიაციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ის პირისპირ შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ის ასევე, პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ის ცნობილი ლიეტუველი პოლიტიკოსის, პოსტსაბჭოთა პერიოდში ქვეყნის პირველი მეთაურის ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია.

ევროპელი დიპლომატის ვიზიტისას ქართველი საზოგადოების ყურადღება მისმა გარეგნობამ მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი ყოფილი ევროპარლამენტარია. ის იყო ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ასევე ლიეტუვის სეიმის წევრი. პროფესიით ისტორიკოსია, აღნიშნულ სპეციალობაზე ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კი მაგისტრის ხარისხი აქვს.

ბაბუასთან ერთად

ლანდსბერგისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიეტუველი პოლიტიკოსია. ლიეტუვის სეიმის წევრობის პერიოდში (2016-2020 წლები) ის სეიმის 5 ყველაზე მდიდარ წევრს შორის დასახელდა.

სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, რომ ლიეტუველი დიპლომატის ქონება, პირველ რიგში, დაკავშირებულია მისი მეუღლის ქონებასთან, რომელსაც ქვეყანაში კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ქსელი აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით, წყვილი დაახლოებით, 19,9 მილიონ ევროს ფლობს.

ქვეყანაში არსებობდა კითხვები საეჭვო ბიზნესგარიგებებთან დაკავშირებით, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლანდსბერგისი ლიეტუვაში ცნობილი ოჯახიდანაა, მისი ბაბუა პოლიტიკოსი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ლიეტუვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, მამა კი ცნობილი ლიეტუველი მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორია.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაქორწინებულია აუსტეა ლანდსბერგინზე. ისინი უკვე 20 წელია ერთად ცხოვრობენ და 4 შვილი ჰყავთ. დიპლომატის ცოლი პროფესიით ფილოლოგი და განათლების საკითხების ექსპერტია.

გარდა ვილნიუსის უნივერსიტეტისა, განათლება აშშ-შიც აქვს მიღებული, სწავლობდა მასაჩუსეთსის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების მიმართულებით. ქმარზე 5 წლით უფროსია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი 39 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე - 44-ის.

2016 წელს აუსტეა ლანდსბერგინი ლიეტუვის წლის ქალად დაასახელეს წვლილისთვის, რომელიც განათლების სისტემის უკეთ მუშაობაში შეაქვს.