ავტორი:

"სამუშაოებმა შედეგი გამოიღო" - რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს კახა კალაძე ვაშლიჯვრის მეწყრულ მონაკვეთთან დაკავშირებით

"სამუშაოებმა შედეგი გამოიღო" - რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს კახა კალაძე ვაშლიჯვრის მეწყრულ მონაკვეთთან დაკავშირებით

"მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება.

"როგორც იცით, ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო. ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის განხორციელებაში.

კერძოდ, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა. დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და დაკვირვებისას იძლევა ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ამჟამად ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, მიიღწევა სრული სტაბილურობა, მაშინვე იქნება აღდგენილი ორმხრივად მოძრაობა“, - აცხადებს კალაძე.

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე