ავტორი:

რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმე აღიძრა ადამიანის უფლებების დამრღვევი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის ფაქტზე.

"ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს ადამიანის იდენტურობასა და უფლებებს),“- განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, საქმეში ბრალდებულები ასევე არიან ნავალნის თანაგუნდელები ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაცმოძრაობა"

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება