ავტორი:

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა ლამაზად და სად ვიყიდოთ ყველაზე დაბალ ფასად სააღდგომო ნივთები

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა ლამაზად და სად ვიყიდოთ ყველაზე დაბალ ფასად სააღდგომო ნივთები

აღდგომამდე სულ რამდენიმე დღეღა დარჩა. აღდგომა სწორედ ის დღესასწაულია, რომელიც უყვარს ყველას. იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს და სტუმრებს მხოლოდ გემრიელი კერძებით არ დაამახსოვრდეთ ეს დღესასწაული, ბევრ ქვეყანაში სააღდგომო სუფრის ლამაზად გაწყობა ერთგვარ ტრადიციად იქცა.

სააღდგომო სუფრის მოსართავად, ძველი დროიდან იყენებენ ამ სიმბოლოებს: • ქათმის კვერცხები (შეღებილი ან მოხატული);

  • ფრინველის შესაბამისი ატრიბუტები - ბუმბულები და ბუდე;
  • დეკორატიული ქათამი, წიწილა ან კურდღელი;
  • სანთლები;
  • ფლორის ელემენტები (ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილები, მცენარეების ტოტები);
  • დაწნული კალათები და გვირგვინები.

და რა თქმა უნდა, გემრიელი და არომატული პასკის გარეშე აღდგომა წარმოუდგენელია.

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა

პირველ რიგში, დაგჭირდებათ ლამაზი სუფრა. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სადა, ასევე ფერადი. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ სადა ფერის სუფრას ფერადი ჭურჭელი და დეკორაციები მოუხდება, ხოლო ჭრელს - ნეიტრალური, ერთ ტონში შერჩეული. ასევე, ძალიან ტრენდულია „რანერი“ - ფერადი ვიწრო ტექსტილი, რომელსაც თეთრი სუფრის ზემოდან აფენენ, ან პირდაპირ მაგიდაზე შლიან.

2021-ის ტრენდული ფერები ჭურჭელში არის - ნაზი ვარდისფერი, სალათისფერი და ცისფერი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი - დეკორატიული ჭურჭელია, რომელიც განსაკუთრებულ იერს შემატებს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას.

აღდგომაზე ყველაზე აქტუალური - ქათმის და წიწილების ფორმის ჭურჭელია, რომელიც „გორგიაში“ შეგიძლიათ შეიძინოთ 14,90 ლარიდან.

კვერცხების სუფრაზე ორიგინალურად მისატანად, დაწნულ კალათებს იყენებენ. ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ სააღდგომო ნივთებისა და დაწნული კალათების ნაირსახეობას შეხვდებით.

კვერცხები შეგიძლიათ შეღებოთ როგორც წითლად, ასევე სხვადასხვა ფერებშიც, ან მოხატოთ აკრილის საღებავებით.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხების კერამიკული დეკორატიული ჭურჭელიც, რომელსაც ასევე „გორგიაში“ შეიძენთ.

სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს სანთელი. სურნელოვანი სანთლები სასიამოვნო აურას შექმნის და განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.

არ დაიშუროთ ხელოვნური ყვავილები მაგიდის მოსართავად. შეგიძლიათ პატარა ტოტები პირდაპირ თეფშებზეც დაალაგოთ. გამოიყენეთ ასევე სააღდგომო დეკორაციებიც. შეგიძლიათ ისინი თავადაც დაამზადოთ, ან მზა შეიძინოთ.

არ დაგავიწყდეთ ხელსახოცების ლამაზად დაკეცვა. ხელსახოცის ფერი შეუხამეთ სუფრას, ან ჭურჭლის ფერებს. სააღდგომო დეკორაციების, პასკების ფორმებისა და საოჯახო ტექნიკის ფართო არჩევანი ჰიპერმარკეტ „გორგიაშია“ წარმოდგენილი, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით და დაბალი ფასებით გამოირჩევა. სააღდგომოდ, „გორგია“ თავის მომხმარებელს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს. დღესასწაულები საოჯახო ტექნიკის შესაძენადაც ძალიან კარგი დროა, რადგან საუკეთესო ფასებია წარმოდგენილი.

მაგალითად, სულ რაღაც 124 ლარიდან შეძლებთ შეიძინოთ ელექტრო ღუმელი „გორგიაში“. ასევე, წვრილი სამზარეულოს ტექნიკა: მიქსერი, ბლენდერი, ჩოფერი და სხვა.

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ძალიან მოსახერხებელია ონლაინ მაღაზიაც, სადაც ერთ სივრცეში, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ შეიძინოთ საჭირო ნივთები და ამასთან, აქციებით, განვადებით და ფასდაკლებებითაც ისარგებლოთ. საოჯახო საყიდლებისთვის "გორგია" საუკეთესო ადგილია.

დალი და მარტა სააღდგომო სუფრის გასაწყობად „გორგიას“ ესტუმრნენ, რაც ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კახეთში სტიქიისგან დაზიანებულ მოსავალს აანაზღაურებს

როგორ მოვაწყოთ აივანი ბიუჯეტურად - 5 მარტივი ნაბიჯი

სიკეთის გაზიარება მნიშვნელოვანია