ავტორი:

"ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა" - რატომ უჩივის ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა

"ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა" - რატომ უჩივის ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მისი ყოფილი ინვესტორი, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. როგორც კაჭარავას ადვოკატი ამბობს, ბიზნესმენმა ბასილაშვილის კარიერულ განვითარებაში ინვესტიცია ჩადო, სანაცვლოდ კი, როცა ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის დაიკავებდა ადგილს, შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა, თუმცა ადვოკატის თქმით, ბასილაშვილმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

"ირაკლი კაჭარავას ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი ჰქონდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან მიმართებით - მან ჩადო ინვესტიცია. ნიკოლოზსა და ირაკლის შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ნიკოლოზის დაფინანსებას უზრუნველყოფდა.

სანაცვლოდ იყო პირობა, რომ ორმოცდაათეულში მოხვედრის შემდეგ, მას საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან მიღებული თანხიდან პროცენტი უნდა გადაეხადა ინვესტორისთვის.

2017 წლიდან დადგა მომენტი, როდესაც უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუნცა ეს ვალდებულება მისი მხრიდან არ შესრულებულა, შესაბამისად, ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, თავისი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსთვის", - ამბობს ადვოკატი, რომლის კომენტარსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბასილაშვილის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი