ავტორი:

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

ცნობისთვის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მარნეულში, საკრებულოს შენობასთან აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"აღდგომა მოდის და ცოტა შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ“ - რას ამბობს "უცნობი" ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების შესახებ

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - სხდომა 13 მაისს გაიმართება