ავტორი:

"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?

"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

როგორც დაჭრილების ოჯახის წევრი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლებმა მათ გაფრთხილების გარეშე ესროლეს.

"გამოძიება მიმდინარეობს. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდას შორის. კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი? ორი ყუთი სიგარეტი ჰქონდათ, ვამბობ ამას. არ გვაქვს საშუალება. ვართ მრავალშვილიანი, არავინ გვეხმარება. თავის გადასარჩენად, ჩემა შვილმა წამოიღო ორი ყუთი. არაკანონიერი იყო პოლიციის მოქმედება. გაფრთხილების გარეშე იმოქმედეს“, - განაცხადა დაჭრილის დედამ, ხათუნა ოკუჯავამ.

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

"კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა,ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა.

ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა",- აცხადებენ ჰოსპიტალში.

თელავში დაკარგული ნიკოლოზ რაზიკაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

პროკურატურა განმარტავს, როდის მიმართავს სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება