ავტორი:

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

Tropical Race 4 (TR4) ნიადაგის სოკოს დაავადება, რომელიც ყველაზე გაყიდვად Cavendish-ის ჯიშის ბანანს სრული განადგურებით ემუქრება, უკვე ვენესუელაშიც გამოჩნდა. ამის შესახებ გავლენიანი პორტალი Americanfruit და ადგილობრივი მედია იუწყება. მართალია, ვენესუელას ხელისუფლებას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ბანანის პლანტაციებზე სავალალო მდგომარეობაა.

East-fruit-ის ინფორმაციით, ვენესუელაში TR4 შტამის გაჩენით ბანანის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნის, ეკვადორის ირგვლივ წრე შეიკრა. ვენესუელამდე TR4 ჯერ კოლუმბიასა და ჰონდურასში გაჩნდა, სადაც ბანანის პლანტაციები დაიკეტა კიდეც, მიმდინარე თვეში კი სოკოს ამ დაავადების არსებობა ეკვადორის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პერუში დაადასტურეს. თავად ეკვადორში ნიადაგის სოკოს დაავადების კერების გაჩენაზე ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 6,5 მლნ ტონა ბანანის ექსპორტს ეწევა.

ეკვადორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბანანის უმსხვილესი მიმწოდებელია. პანდემიის გამო 2020 წელს ეკვადორის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას წინ უსწრებდა 2019 წლის სოციალური გამოსვლები, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყნის დედაქალაქი სხვაგან გადაეტანა. ამას თან დაერთო შარშან, სექტემბერში მომხდარი, შემდეგ კი გასულ თვეში გამეორებული სანგაის ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც ეკვადორული ბანანის ხარისხსა და მის ექსპორტს სერიოზული დარტყმა მიაყენა. სწორედ ამიტომ ბანანი, შარშანდელ ფასებთან შედარებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირებულია. გააგრძელეთ კითხვა

"ენკა" მზადაა "ნამახვანჰესის" პროექტის კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს - ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს - ნათია თურნავა