შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში უქმე დღეები უკვე მეორედ ცხადდება. კერძოდ, 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით დასვენების დღეებად გამოცხადდა. მთავრობამ იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელსაც მაისში გამოცხადებული უქმე დღეები არ შეეხება სადაზღვევო საქმიანობაც დაამატა.
ამასთანავე, უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება იმ მეწარმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება. სია ასე გამოიყურება:
- პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
- ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
- ფარმაცევტული საქმიანობა;
- 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;
- სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;
- სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება;წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები; გააგრძლეთ კითხვა